კახური უშუალობით და იუმორით შედგენილი მენიუ ჩვენი ერთ-ერთი საფირმო ნიშანია რომელსაც სტუმარი ლაღად შეჰყავს ,,კახელების” დახვეწილ და გემრიელ სამყაროში.
ყველა კერძი გამორჩეულად ჯანსაღი, გემრიელი და სამახსოვრო -მთავარი წესი “კახელებში”!
აქ კახური სამზარეულოს წესების გათვალისწინებით – კერძები სეზონურია. “ხაშლამა ბურუსით” ფუმფულა და თამთამაა, “ცივად მოხარშული დედალა”, “ალაზნის ლოქო ქინძმარში”… ,,კახელების” მწვადი -ნეტარება რთვლისაცა, რთველმოლეულისაცა და მადამორეულისაცა… ხბოს ხორცი ხახვით, მარილით და ჩვენებურად! გულის ამჩქროლებელი და კუჭის სიამე! გულიშაკუმშვამდე გემოიანი და სარგებლიანი.
ბოსტნეულის სალათი ველური შინდით -ასეთს ნამდვილად ვერსად იპოვით! წინაპართა რეცეპტების მოძიება და თანამედროვე საგემოვნო თუ ტექნოლოგიური შტრიხებით ,,გარემიქსება” – ,,კახელების” პრეროგატივაა! ბოსტნეულის წვნიანი ველური ტყემლით – საამო, სასარგებლო და საზაფხულო!
და მაინც რაა კახური სამზარეულო ბოზბაშ-ჩიხირთმის გარეშე? — ,, მსუქან ბოზბაშში პირამდინ პურ-ჩაყრილი, ჩაჟუჟუნებული ბოზბაშით სავსე მათლაფა, თუ ზემოდამაც ერთი კარგი კანჭი აძევს!.. ბოზბაში — წვნიანების მეფეა…”-ო თქვენს გემოვნებაზეა და არჩევანზე….
საუკეთესო ხორცი და საუკეთესო მზარეული – სულ ესაა ჩვენებური კატლეტის საიდუმლო… მზადდება მხოლოდ ნაკვერჩხალზე – ხბოსიც და ზაქისაც… კატლეტი -ჰოოო, მაგრამ ის ქაბაბი – გოგია ჭოტორლიშვილი და რეხვიაშვილი ზაზა რომ ასრულებენ “კახელების” ორკესტრში… შეუდარებელია!
“კახელებში” სამარხვო რა გაქვთო?!-ხშირად დასმული კითხვაა. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ? ბოსტნეულის სალათი ველური მოცვით, მჟაუნას სალათი ჭარხლით და მარწყვის ტყლაპით, ბოსტნეულის სალათი ბროწლით და ველური შინდით. მხალეული: ბოლოყურა, თეთრი ჭარხლის ფოთოლი, ისპანახი, ბადრიჯანი ნიგვზით/ნივრით, ჭარხალი ტყემლის შეჭამანდით. კალმახა სოკოს მწვადი, ბოსტნეული ნაკვერჩხალზე, ლობიო…
ბოსტნეულის თერმული დამუშავებისას მაქსიმალურად ვცდილობთ შევუნარჩუნოთ ბუნებრივი თვისებები, ფერი და გემო. პირველადი გადარჩევა და გარეცხვა სპეციალურ დანადგარში – წყლის ჭავლით და იონიზაციით ხდება.
მობრძანდით, გელით გულალალი, პირდაპირი და გამრჯე ,,კახელები!”