ჩვენი რესტორნის ისტორია 90 წლებიდან იწყება, ლილოში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე პატარა სასადილოდან. ათწლეულების მანძილზე ჩვენმა გუნდმა და სტუმრებმა, სასადილოს განუმეორებელი ნიშა მიუჩინეს დედაქალაქის ხმაურიან ყოველდღიურობაში.
,,კახელები” გურმანთა სასადილოა- სადაც მყუდროდ, ოჯახურად შეგიძლიათ ისაუზმოთ, ისადილოთ, ივახშმოთ.
ჩვენი სამზარეულო ტრადიციული ქართულია, მომზადების თანამედროვე ტექნოლოგიებით. ვინარჩუნებთ და გახსენებთ ძველებურ, შინაურ გემოებს.
გურმანთა გულის საამო და კუჭის სალბუნი კერძების საიდუმლო მხოლოდ ნარჩევ და ნატურალურ ინგრედიენტებშია. ნაწილი ჩვენივე ფერმიდან, ნაწილი კი კახეთიდან მოდის. ყველაფერი შრომით, ერთგულებითაა მოწეული, ალალად და სიყვარულით შეზავებული. წვენები, მურაბები – ჩვენი ხეხილის ბაღებიდანაა. ათწლეულებია ამ ბაღს გამრჯე და მშრომელი ადამიანები დაჰფოფინებენ, იგემეთ ამ შრომის ნაყოფი – ნაირ-ნაირი თანამედროვე ჯიშები: ვაშლი, შინდი, მსხალი, ყურძენი, ქლიავი, ნუში, ბროწეული, ალუბალი და ალუჩა!
და უმთავრესი: ჩვენი ღვინო!!! ძალიან ჩვენია მარცვალ-მარცვალ გადარჩეული ყურძნის წვენი. ვსვამთ და ვილოცებით თავანკარათი! მომწევსაც და დამლევსაც გაგვიმარჯოს!
ჩვენი რესტორნის ისტორია 90 წლებიდან იწყება, ლილოში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე პატარა სასადილოდან. ათწლეულების მანძილზე ჩვენმა გუნდმა და სტუმრებმა, სასადილოს განუმეორებელი ნიშა მიუჩინეს დედაქალაქის ხმაურიან ყოველდღიურობაში. ,,კახელები” გურმანთა სასადილოა- სადაც მყუდროდ, ოჯახურად შეგიძლიათ ისაუზმოთ, ისადილოთ, ივახშმოთ.